თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სწავლა ღვთისმშობლის ხატთან სავედრებელი პარაკლისით დაიწყო
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც რექტორმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომლის დროსაც სახემწიფო და საეკლესიო დროშები აღმართეს ფერეიდნელმა მოსწავლეებმა და მე-12 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ლაშა სამხარაძემ.
პირველკლასელებს თავიანთი საკლასო ოთახებისაკენ მშობლებთან ერთად გაუძღვნენ კლასის დამრიგებლები: ეკატერინე ხეჩუაშვილი და ქეთევან გაგოშიძე. მამა მირიანმა დალოცა პირველკლასელები და სიტყვით მიმართა მოსწავლეთა მშობლებს.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია



