17 მაისი, 2022 11:00
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში თამარობა კონცერტით აღნიშნეს
16 მაისს, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის სპორტულ დარბაზში, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გამართეს.
კონცერტში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი და ხალხურ საკრავთა ორკესტრი.
მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს თამარობის დღესასწაული მიულოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
14 მაისს კი, თამარობა დღეს, მამა მირიან სამხარაძემ სკოლის ეზოში წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის პარაკლისიც აღასრულა.