GE
30 აგვისტო, 2022 18:10

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში წმიდა ტბელ აბუსერისძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე-13 საუკუნის დიდი სასულიერო და საერო მოღვაწის, პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, წმიდა ტბელ აბუსერისძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და წმიდა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა, თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, გიმნაზიის რექტორმა, ტბელ აბუსერისძის პრემიის ლაურეატმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

წმიდა ტბელის მოღვაწეობაზე სხვადასხვა ასპექტში, მოხსენებები წაიკითხეს გიმნაზიის პედაგოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა – ნათელა კაპანაძემ, გიმნაზიის მოსწავლეებმა ეკატერინე გორგაძემ, ლაშა სამხარაძემ და ნატალია ცხოვრებაძემ. წმიდა ტბელისადმი მიძღვნილი, ზურაბ გორგილაძის ლექსი წაიკითხა მე-8 კლასის მოსწავლემ, თამაზ კაბულაშვილმა.
კონფერენციას მიესალმნენ: ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა ანთაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარიამ ანთაძე.

კონფერნციაზე ნაჩვენები იქნა კადრები 2005 წელს სოფელ თხილვანაში, წმიდა ტბელ აბუსერისძის მუზეუმის საზეიმო გახსნაზე, დეკანოზ მირიან სამხარაძის გამოსვლა და 2018 წელს სოფელ ხიხაძირში ტბელობის დღესასწაულზე დეკანოზ მირიან სამხარაძისათვის ტბელ აბუსერისძის პრემიის გადაცემის ამსახველი კადრები.

კონფერენცია მოამზადეს კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა, რუსუდან რევაზიშვილმა და ისტორიის პედაგოგმა იოსებ აფაქიძემ. გადაწყდა, რომ ყოველწლიურად ჩატარდეს, ტბელობის დღესასწაულზე, სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში