თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის „ლიტერატურულ კლუბში” ულამაზესი პოეზიის საღამო გაიმართა
წმიდა თამარ მეფის სახელობის, წმიდა დავით გარეჯელის სახელობის მე-8ბ კლასის (დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ მაყვალა ანთაძე) მოსწავლეებმა – პრეზენტაციის მომლოდინე ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის დარბაზში – გალაქტიონის დაბადების 160 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია „რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს” – წარმოადგინეს, რომლის სცენარი და დადგმა მაყვალა ანთაძეს ეკუთვნის.
ამ ღონისძიებით, გიმნაზიის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა მუშაობა განაახლა.
უახლოეს დღეებში კლუბის განახლებული და კეთილმოწყობილი დარბაზის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც მრავალმხრივი დატვირთვა ექნება და სადაც, ასევე საგაკვეთილო პროცესისათვის, მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ ქართული ენისა დალიტერატურის და ინგლისური ენის პედაგოგებს, ხოლო გაკვეთილების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში სააბიტურიენტო ჯგუფები იმუშავებს ინგლისურ ენასა და ქართულ ლიტერატურაში.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი