18 ნოემბერი, 2020 13:44
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები 2020-2021 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში
2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი (სასკოლო) ტური 16 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბრის ჩათვლით, პანდემიის პირობებში, დისტანციურად გაგრძელდება.
თვალსაჩინოა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები.
ოლიმპიადა უკვე ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და ქიმიაში.
დღეს მოსწავლეები ინგლისურ ენაში გამოცდიან თავიანთ შესაძლებლობებს.
გიმნაზიის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.