15 მაისი, 2023 10:07
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები არმაზციხის მუზეუმში იმყოფებოდნენ
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის X კლასი (დამრიგებელი თორნიკე ნამორაძე) იმყოფებოდა არმაზციხის (ბაგინეთის) საველე მუზეუმში.
მოსწავლეებმა მოინახულეს სამეფო სასახლის, აბანოების, მარნისა და წარმართული ტაძრის ნაშთები. დაწვრილებით გაეცვნენ ქალაქისის სტორიას და ადგილზევე მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშების ნაშთებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მათ სასწავლო ბადეში დაემატა ახალი საგანი საქართველოს ისტორია, სადაც მათ გაიარეს ქართლის სამეფოს და ქალაქ მცხეთის დაარსების პერიოდი.
მოსწავლეებს ექსკურსიამძღოლობას უწევდა საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია