თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს ესტუმრნენ
წმიდა თამარ მეფის გიმნაზიის ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის IX ბ კლასი (დამრიგებელი თეონა მოდებაძე) კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმს ესტუმრნენ.
კოტე წერეთელი (1921-2004 წწ.) – ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელი, ხოლო სოსო წერეთელს (1958-1983 წწ.) საზოგადოება იცნობს როგორც „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთ წევრს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სოსო წერეთელმა თავისი ცხოვრების 25 წლის განმავლობაში, საბჭოთა რეჟიმისა და თითოეულ შემოქმედებით პიროვნებაზე დიდი წნეხის პირობებში თავისუფლებისადმი დიდი ლტოლვა შემოქმედებაში – ფერწერასა და გრაფიკაში გამოხატა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ კოტე წერეთლის, სამეცნიერო ნაშრომებს, დაათვალიერეს სოსო წერეთლის, ნახატები.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში „იალქნებიდან სამოსამდე”.
მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს: როგორ გახდა გემის იალქანი ჯინსის წინამორბედი; რატომ გახდა ჯინსი თავისუფლების სიმბოლო;„რკინის ფარდის“ ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა.
-
იპოვე მითითებული სიტყვა კროსვორდში და გამოიცანი პროფესია – აქტივობათა კრებული მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები