GE
18 დეკემბერი, 2020 15:12

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ანგელოზთა ზეციური იერარქია იკონოგრაფიაში“

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის  IVა და IVბ კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ანგელოზთა ზეციური იერარქია იკონოგრაფიაში”.

პრეზენტაცია ისტორიულ წყაროებს ეფუძნება და ილუსტრაციებად იკონოგრაფიულ ნიმუშებს წარმოგვიდგენს.

“მოგეხსენებათ, რელიგიების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული სწავლებანი, რომელიც მოსწავლეებს და მსმენელებს თემის შესწავლისა და გაანალიზების საშუალებას აძლევს”, – აღნიშნეს სკოლაში.

პედაგოგი: ნინო გაგოშიძე

ეს კი ამავე პედაგოგის ინიციატივით შექმნილი იუთუბ არხია, რომელსაც Me & You TV/მიუტევე ჰქვია (სიტყვებით თამაში: ჩემი და შენი ტელევიზია და მიუტევე). როგორც სკოლის ადმინისტრაციაში გვითხრეს, არხის იდეა ნუგეშის, სწავლების, ტრადიციის, ტოლერანტობის იდეას ეფუძნება. არხის მაცნე-ჟურნალისტები გიმნაზიის მოსწავლეები არიან.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი