23 ივნისი, 2022 11:46
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლის ნახატმა „მომავლის ვარსკვლავებში“ გაიმარჯვა
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა მოსწავლემ, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საფორტეპიანო კლასისა და სამხატვრო სტუდიის წევრმა, ეკატერინე გორგაძემ საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავებში“ სამხატვრო მიმართულების კონკურსში გაიმარჯვა და პირველი ხარისხის დიპლომი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
„აღსანიშნავია, რომ ეკატერინე პატრიარქის ნათლულთა ფოლკლორული ანსამბლის წევრიცაა. ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექცია ულოცავს ეკატერინეს მორიგ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს“, – წერს თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სოციალურ ქსელში ეკატერინე გორგაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია

