GE
5 იანვარი, 2021 12:39

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორის საახალწლო მილოცვა

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მამა მირიანი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და მშობლებს შობა-ახალ წელს ულოცავს.

“მოგესალმებით, ჩვენი გიმნაზიის ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, თანამშრომლებო, მოსწავლეთა მშობლებო! გილოცავთ ახალი 2021 წლის შემობრძანებას!

უპირველესად გისურვებთ, ღვთის წყალობას; ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს!

2021 წელი ყოფილიყოს სიყვარულის, ურთიერთმიმტევებლობის, საქართველოს ერთიანობისა და თქვენი სურვილების ასრულების წელი.

ახლა როცა გიმნაზიის მთავარი შესასვლელიდან მოგმართავთ, მახსენდება ის თუ როგორ გიხაროდათ გიმნაზიაში მოსვლა, როგორი ბედნიერები და გახარებულები იყავით. აქ ხომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიიღოთ სრულფასოვანი განათლება.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ყველა ჩვენგანისთვის რთული აღმოჩნდა, დისტანციური სწავლების მიუხედავად – ჩვენ, ერთობლივად, მაინც მოვახერხეთ და შევძელით შეძლებისდაგვარად გაგვამრავალფეროვნებინა თქვენი ყოვედღიურობა;

იმედი მაქვს, გიმნაზიაში, სადაც უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ, მალე შევხვდებით ერთმანეთს. და თქვენი ჟრიამული კვლავ აავსებს გიმნაზიას. ჩვეულ რიტმში გაგრძელდება სასწავლო პროცესი და ურთიერთთანადგომით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა გიმნაზიის წინაშე შეიძლება დადგეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – აღნიშნა მამა მირიანმა მისალოც ვიდეოში.

სკოლის სხვა ამბები

Aris.ge - განათლება განათლება