23 სექტემბერი, 2022 12:28
თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდი რაბათში 4 სიმღერით წარსდგა
22 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის გოგონათა ვოკალურმა გუნდმა, რომლის ხელმძღვანელიც დალი დაბრუნდაშვილი გახლავთ, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ახალციხეში, რაბათში, გამართულ საგუნდო მუსიკის კონცერტში. კონცერტი საქართველოს საგუნდო საზოგადოების ინიციატივითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
პატარა მუსიკოსებმა 4 სიმღერა წარმოადგინეს და საყოველთაო მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი მრავალგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია.
კონცერტს საქართველოს კულტურის სამინისტროს, საგუნდო საზოგადოების, ახალციხის მერიის ადმინისტრაციისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.