თბილისი 42-ე საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეთა მშობლებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა
2019 წლის 18-19 სექტემბერს, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში ახლადჩარიცხული მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. დირექტორმა, ნუგზარ კედელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, გააცნო სკოლის მისია და ტრადიციები.
დირექტორის მოადგილემ მაკა ბიბილეიშვილმა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ისაუბრა სკოლის გასული სასწავლო წლის წარმატებებზე და სპეციფიკაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშობელსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ მოსწავლეთა წარმატებისთვის მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ტრადიციულად, მაკა ბიბილეიშვილმა მშობლებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია გასული სასწავლო წლის სკოლის მიღწევები, განხორციელებული პროექტები და კურსდამთავრებულთა შედეგები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
-
თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლის ორი გუნდი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ნახევარფინალშია by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა