10 ნოემბერი, 2023 13:25
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის პედაგოგები უკეთეს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის პედაგოგები სახელმწიფოსგან ისედაც სარგებლობდნენ საშეღავათო სამედიცინო ტარიფით, მაგრამ 9 ნოემბერიდან მათ ბევრად მეტ სამედიცინო სერვისზე ექნებათ უფასოდ წვდომის შესაძლებლობა.
საქმე იმაშია, რომ თბილისის 161-ე საჯარო სკოლასა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა და სკოლის 186 პედაგოგი აღნიშნულ კლინიკაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ, სრულიად უფასოდ ჩაიტარებს სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს. საუბარია შემდეგი სახის ამბულატორიულ მომსახურებაზე: ექოსკოპია, თერაპია, უროლოგია, გინეკოლოგია, კარდიოლოგია.
ხოლო დიაგნოსტიკურ კვლევებზე პედაგოგებს 30%-იანი ფასდაკლება ექნებათ.
-
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ენების ევროპული დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი