თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, მოსწავლეთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული და შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, სკოლაში უფროსკლასელმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც მოსწავლეებს თვალების წვა დაეწყოთ და მათი ნაწილი სასწრაფო დახმარების მანქანამ, პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანა.
„დიახ, გიდასტურებთ რომ ჩვენს სკოლაში მოხდა ეს ფაქტი. წიწაკის სპრეი მაღალი კლასის მოსწავლემ გამოიყენა. ამ დროისთვისაც რჩება ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. არ ვიცით, რატომ გამოიყენა მოსწავლემ წიწაკის სპრეი. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენენ. გეტყვით, რომ მოსწავლეების ნაწილი, ვისაც ალერგიული ფონი ჰქონდა, პროფილაქტიკის მიზნით გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ყველა მშობელი ინფორმირებულია ფაქტის შესახებ”, – განგვიმარტა სკოლის საზოგადოების სამსახურმა.
როგორც სკოლაში EDU.ARIS.GE-ს დაუდასტურეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ამ ეტაპზე გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება.
სასწავლო პროცესი სკოლაში არ შეწყვეტილა.
-
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა by სკოლების ამბები
-
„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია იმართება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS