თბილისის 42-ე საჯარო სკოლას თსუ-ის “ნორჩი ეკონომისტის სკოლის” წარმომადგენლები ესტუმრნენ
თბილისის 42-ე საჯარო სკოლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ნორჩი ეკონომისტის სკოლის” წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ თსუ-ის „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის ხელმძღვანელი მარი უკლება და თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტის“ კოორდინატორი მარინა ლომოური.
სტუმრები IX-X-XI კლასების მოსწავლეებს და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ პედაგოგებს შეხვდნენ, გააცნეს მათ „ ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ მუშაობის ფორმატი და ესაუბრნენ თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტის“ საქმიანობის, გეგმებისა და პროგრამების შესახებ.
სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს შესთავაზეს ინტერდისციპლინარული საკონფერენციო თემების მომზადება, რომელსაც კოორდინირებას თსუ-ის პროფესორები გაუწევენ.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაღრმავებას.
-
თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლის ორი გუნდი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ნახევარფინალშია by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა



