GE
10 ოქტომბერი, 2019 15:43

თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში გაცნობითი შეხვედრა “იდეების გენერატორი” გაიმართა

თბილისის 42-ე საჯარო სკოლის პროექტების ორგანიზატორის – გვანცა დავითელაშვილის ინიციატივით 9 ოქტომბერს, სააქტო დარბაზში, გაიმართა გაცნობითი შეხვედრა – “იდეების გენერატორი”.

შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი, ისაუბრეს და დაგეგმეს სამომავლო ინიციატივები და პროექტები.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც სურს უფრო აქტიური ცხოვრებით დაკავდეს სასკოლო სივრცეში, მიეცემა საშუალება საკუთარი ინიციატივების განხორციელებისა. ამისთვის საჭიროა მიაკითხოთ სკოლის 311-ე- აუდიტორიას 11:00სთ-დან 14:00სთ-მდე, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით.

Aris.ge - განათლება განათლება