GE
13 მაისი, 2019 12:35

თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა

სკოლაში აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.

2019 წლის 8 მაისს სკოლაში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც აკადემიკოს ილია ვეკუას იუბილეს მიეძღვნა.

მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენებები მათემატიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის სექციებიდან. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ყველა ის სოციალური პროექტი და სასკოლო აქტივობა, რომლებიც სკოლაში წარმატებით ხორციელდება.

კონფერენციაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს მათ მიერ გადაღებული ვიდეო რგოლი და ვიდეო ფილმი: “ასე უყვარდათ საქრთველო“.

კონფერენციაზე მოწვეული გახლდათ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალიტი ქ-ნი ნინო ცანდიშვილი და ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთვრებულები.

სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციები ხელს უწყობს მოსწავლეებში მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდას, სამეცნიერო სფეროში და სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილების ამაღლებას.

Aris.ge - განათლება განათლება