GE
18 ივნისი, 2019 16:12

თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში მენეჯმენტის სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2019 წლის 12 ივნისს, თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მენეჯმენტის სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს შემაჯამებელი პრეზენტაციები.
მათი ფინალური ნაშრომები ეძღვნებოდა საქართველოში და თურქეთში, ასევე ჰავაის კუნძულებზე ახალი სასტუმროების, რესტორნების, სკოლების, საავადმყოფოების, სამკერვალოების და ბუნების დაცვის ბიზნესების გახსნას!

ყველა პროექტი გამოირჩეოდა ინდივიდუალიზმით, მაღალი ტექნიკური დონით და სკურპულოზურობით! ბავშვები უკვე მომავალ საქმიანობაზე, ახალ იდეებსა და მრავალფეროვან თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ.

კითხვების და დისკუსიის შემდეგ, გაიმართა დაჯილდოება და ფურშეტი მონაწილეებისთვის.

Aris.ge - განათლება განათლება