13 დეკემბერი, 2019 15:28
თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში პროექტის “შეუსრულებელი მისია” გამარჯვებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების დღესთან დაკავშირებით, თბილისის 42-ე სკოლაში შემეცნებითი პროექტი “შეუსრულებელი მისია” განხორციელდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლის 11-მა გუნდმა.
მოსწავლეებს მიეცათ დავალებები – “მისია”. დავალებების ძირითადი თემატიკა იყო ბავშვის უფლებები. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა გუნდმა აჩვენა ძალიან კრეატიული და შემოქმედებითი პრეზენტაცია. თვითმმართველობის რჩეული – VII/5 კლასის გუნდი – “Avengers” გახდა, რომელთაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.