GE
21 ნოემბერი, 2019 11:48

თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტი “შეუსრულებელი მისია” განხორციელდა

20 ნოემბერს, ბავშვის უფლებების კონვენციის მიღების დღესთან დაკავშირებით, თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში შემეცნებითი პროექტი “შეუსრულებელი მისია” განხორციელდა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლის 11-მა გუნდმა. მოსწავლეებს მიეცათ დავალებები- “მისია” , რომელიც უნდა შეესრულებინათ 20 ნოემბრის, დღის 2 საათამდე. დავალებების ძირითადი თემატიკა იყო ბავშვის უფლებები.

დღის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა გუნდმა აჩვენა ძალიან კრეატიული და შემოქმედებითი პრეზენტაცია.

საბოლოო შედეგების მიხედვით, „შეუსრულებელი მისიის “ გამარჯვებული, გახდა X/5 კლასის გუნდი – ” Lemonade Gang”, რომელსაც გადაეცემა კინოს ბილეთები.

ასევე, დასახელდა თვითმმართველობის რჩეული – VII/5 კლასის გუნდი – “Avengers”, რომელსაც გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

Aris.ge - განათლება განათლება