GE
25 სექტემბერი, 2019 11:38

თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაგთიკომმა ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა

თბილისის 42-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, პირველკურსელი ნუცა ღუდუშაური მაგთიკომმა ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა.

ტრადიციად ქცეული პროექტის ფარგლებში, ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს მაგთიკომი 1-წლიანი სტიპენდიით აჯილდოებს.

“22 სექტემბერს, თავის 22-ე დაბადების დღეზე მაგთიკომმა 16 პირველკურსელი დააჯილდოვა. მათ შორისაა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ნუცა ღუდუშაური, მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ვულოცავთ ნუცას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება