GE
23 სექტემბერი, 2020 13:06

თბილისის 42-ე საჯარო სკოლის საშაბათო სკოლაში მსმენელთა რეგისტრაცია იწყება – ინსტრუქცია

თბილისის 42-ე საჯარო სკოლის საშაბათო სკოლაში მსმენელთა (III-XI კლასები) რეგისტრაცია იწყება. საშაბათო სკოლაში მსმენელთა (III-XI კლასები) რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 22 სექტემბრიდან სკოლის ვებ-გვერდზე – www.vekua.gfca.ge, ელექტრონულად.

რეგისტრაციისას მსმენელი შეარჩევს მისთვის სასურველი პედაგოგს შესაბამისი კლასისა და დროის გათვალისწინებით. მსმენელები, რომლებიც გასულ სასწავლო წელს სარგებლობდნენ საშაბათო სკოლის მომსახურებით და სურვილი აქვთ იმავე მომსახურებით ისარგებლონ მიმდინარე სასწავლო წელსაც, რეგისტრირდებიან თავიდან.

საშაბათო სკოლაში სწავლის მსურველი ვალდებულია:

  • გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე – vekua42.edu.ge, 2020 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე;
  • რეგისტრაციის გავლისთვის კურსორი დააჭირეთ ვებგვერდზე გამოტანილ წარწერას „რეგისტრაცია საშაბათო სკოლაში“ და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგი ველებით: მოსწავლის სახელი, გვარი; მოსწავლის პირადი ნომერი; მშობლის სახელი, გვარი; მშობლის ტელეფონის ნომერი; კლასი; საგანი; პედაგოგი; დრო;
  • რეგისტრაციის დასრულებისთვის კურსორი დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“;
  • თუ მსმენელს სურვილი აქვს აირჩიოს ორი საგანი, რეგისტრაციას გადის ცალ-ცალკე თითოეულ საგანში;

საშაბათო სკოლაში მეცადინეობა დაიწყება 2020 წლის 3 ოქტომბერს. ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა 25-ია. თითოეული ჯგუფის სრულად დაკომპლექტების შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება რეგისტრაცია. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ რეგისტრაცია გაიაროთ სხვა ჯგუფებში.

III–VI კლასებისათვის მეცადინეობები ჩატარდება მათემატიკაში; VII-XI კლასებისათვის – მათემატიკასა და ფიზიკაში. მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1,5 ასტრონომიული საათი.

საშაბათო სკოლის მომსახურების საფასური ყოველ კალენდარულ თვეში შეადგენს 70 ლარს, რომლის გადახდა ხდება წინასწარ ყოველი თვის 5 რიცხვამდე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე თვის საფასურის ერთად გადახდა. ს

აშაბათო სკოლაში რეგისტრირებული მსმენელის მშობელი მიმართავს სკოლას ხელშეკრულების გასაფორმებლად შემდეგი განრიგის მიხედვით (11 -დან 15 საათამდე): 29 სექტემბერს – III–IV კლასები; 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს – V- VI კლასები; 2 ოქტომბერს – VII-XI კლასები; აუცილებელია მშობელმა თან იქონიოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი.

VI-XI კლასების მსმენელებს, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ საშაბათო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული შემაჯამებელი წერა, რომლის შედეგების საფუძველზე წარმატებულ მსმენელებს რეკომენდაცია მიეცემათ სწავლა გააგრძელონ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლაში. შემაჯამებელ წერაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მსმენელებს, რომლებიც საშაბათო სკოლის მომსახურებით სარგებლობენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

Aris.ge - განათლება განათლება