GE
3 მარტი, 2020 15:29

თბილისის №42 საჯარო სკოლა საშაბათო სკოლის მსმენელთა და მშობელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N 42 საჯარო სკოლის საშაბათო სკოლის მსმენელთა და მშობელთა საყურადღებოდ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საშაბათო სკოლა არ იმუშავებს 7 მარტს. საშაბათო სკოლის მეცადინეობები ჩატარდება 14, 21, 22 და 28 მარტს.

აქვე გაცნობებთ, რომ სკოლას უტარდება სრული დეზინფექცია და ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები:

  • სკოლა ყოველდღიურად ლაგდება სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება მეცადინეობების
    დამთავრების შემდეგ ხდება გაღებული ფანჯრების მდგომარეობაში.
  • ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო
    საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი სუფთავდება სადეზინფექციო
    საშუალებებით;
  • სანიტარულ ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება ხდება ყოველდღიურად.
    კარების სახელურები იწმინდება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • ხშირად ნიავდება კლასები;
    ოთახები იწმინდება მტვრისაგან და სუფთავდება სველი წესით;
  • ნაგვის ყუთების გაცლა ხდება მათი 2/3ზე გავსებისას.

შეძენილია ანტისეპტიკური ხსნარები, რომელიც ხელმისაწვდომია სკოლაში შემომსვლელი ყველა პირისთვის.

სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას.

Aris.ge - განათლება განათლება