20 ნოემბერი, 2019 15:59
თბილისის №42 საჯარო სკოლამ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
2019 წლის 19 ნოემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი იოსებ ბერიკაშვილი და განათლების სკოლის დეკანი ალუდა გოგლიჩიძე.
სტუმრები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა აბიტურიენტებს გააცნეს ზოგადი ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს, ესაუბრნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ცალკეულ მიმართულებებზე, ჩარიცხვის კრიტერიუმებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.