20 ნოემბერი, 2020 14:00
თბილისის #42 საჯარო სკოლაში ჭადრაკის კლასთაშორისი ჩემპიონატის I ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
დამთავრდა „ჭადრაკის კლასთაშორისი ჩემპიონატის“ პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეები:
VII – სანდრო პაჭკორია;
VIII – ილია დოკაძე;
IX – ლუკა წიწილაშვილი;
X – ლუკა ფირცხალავა;
XI – ოთო ემინაშვილი;
XII – თამარ ცოტნიაშვილი.
“ჩემპიონატის ყველა მონაწილეს მადლობას გიხდით მონაწილეობის მიღებისათვის. მათ, ვინც გამოეთიშა ასპარეზობას, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ სეზონში გიხილავთ.
სკოლა ულოცავს პირველი ეტაპის ყველა გამარჯვებულს და უსურვებს წარმატებებს”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.