თბილისის №42 საჯარო სკოლაში ჭადრაკის კლასთაშორისი ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფმა შეხვედრა ჩაატარა
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლაში ,,ჭადრაკის კლასთაშორისი ჩემპიონატის” საორგანიზაციო ჯგუფმა ჩაატარა შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო პროექტში რეგისტრირებული ყველა მონაწილე და დირექციის წევრები. დირექციიდან შეხვედრზე იმყოფებოდა მაკა ბიბილეიშვილი, თემურ გაჩეჩილაძე, ალექსანდრე ნემსაძე და პროექტების კოორდინანტორი გვანცა დავითელაშვილი.
“შეხვედრაზე ბატონმა თემურმა და ბატონმა ალექსანდრემ მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ჭადრაკში და თქვეს თუ როგორია მათი შეხედულება ამ პროექტისადმი. პროექტის საორგანიზაციო ჯგუფმა კი მოკლედ ახსნა თუ როგორ მიმდინარეობდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი, გააცნეს მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები და სამომავლო გეგმები.
ძალიან მალე დაიწყება ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი, ხოლო ვეკუას სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მთავარი მოჭადრაკე გამოვლინდება მომავალი კვირის დასაწყისში”, – აცხადებენ სკოლაში.
-
თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლის ორი გუნდი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ნახევარფინალშია by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
-
თბილისის #42 საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში by აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა