თბილისის #42 საჯარო სკოლის გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის გუნდი “heIIOS” – ჭკვიანი ჰელიოს სისტემა – ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშია.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2019-2020 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული ოცდათორმეტი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თორმეტი გუნდი. მათ შორისაა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის # 42 საჯარო სკოლის გუნდი“heIIOS”.
ჩვენი სკოლის გუნდის წევრები არიან:
- დეა ნოზაძე
- გიორგი პაპიძე
- თათია ჯიჯეიშვილი
- ნიკოლოზ კვარაცხელია
- ლუკა ბეგიაშვილი
დამხმარე ჯგუფი:
- დავით ძამაშვილი
- ანრი დარცმელია
- ლევან ლოლაშვილი
- ლუკა გაფრინდაშვილი
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის გაზაფხულზე, თბილისში. ფინალის დროს გუნდები კონკურსის ჟიურის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
სკოლა ულოცავს ყველა გუნდს ფინალში გადასვლას!