15 ოქტომბერი, 2020 13:04
თბილისის #42 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსის ნაკრების წევრები გახდნენ
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ახალგაზრდა ნატურალისტთა კონკურსის ნაკრების წევრები არიან.
“2020 წლის 13 ოქტომბერს შედგა ახალგაზრდა ნატურალისტთა შესარჩევი ტურნირი. ტურნირის შედეგების მიხედვით ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე ნაკრების წევრები გახდნენ.
ეს მოსწავლეები არიან: ნენე ჟვანია – XI-2 კლასი ანრი დარცმელია – XI-1 კლასი ლევან ლოლაშვილი-XI-1 კლასი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები ექვსკაციანი გუნდიდან შეირჩნენ. ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშოროსო კონკურსი ჩატარდება 30 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში. წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს!”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.