GE
25 ოქტომბერი, 2019 13:04

თბილისის №42 საჯარო სკოლის წარჩინებული მეათე კლასელები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

თბილისის №42 საჯარო სკოლის წარჩინებული მეათე კლასელები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.

თბილისის №42 საჯარო სკოლის დაჯილდოებული მოსწავლეები არიან:

  • ნიკოლოზ ყურუა,
  • გიორგი კუჭავა,
  • ანასტასია ფილფანი
  • ელენე თანიაშვილი.

“ამ მოსწავლეებმა საბაზო საფეხური (მე-7, მე-8, და მე-9 კლასები) წარჩინებით დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი გახლავთ 10 ქულა დამრგვალების გარეშე. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება