თბილისის 62-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს საზეიმო გაკვეთილები უტარდებათ
ყოველი ახალი ასო-ბგერის სწავლის შემდეგ, თბილისის #62-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს საზეიმო გაკვეთილი უტარდებათ.
როგორც სკოლა დღეს, 5 ოქტომბერს იუწყება, ეს იდეა პირველი კლასის დამრიგებელს, ინა ვერძეულს ეკუთვნის.
აი, რა ხდება ინა მასწავლებლის საზეიმო გაკვეთილზე :
გაკვეთილის დასაწყისში, მხიარული განწყობის შექმნის მიზნით, მოსწავლეები ისმენენ მათი საყვარელი პერსონაჟის, ჟოზეს სიმღერას ანბანზე, მასთან ერთად მღერიან, ჟრიამულობენ და ასახელებენ ნასწავლ ასო-ბგერებს.
შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ბარათები, რათა იპოვონ და შემოხაზონ ახლად შესწავლილი ასოები. დავალებაზე კი მუშაობენ წყვილებში მუშაობენ.
ასეთია პატარების პირველი ნაბიჯები ანბანის ამოუწურავ, ფერად სამყაროში.
ისინი თითოეულ ასო-ბგერას სწავლობენ წვალებით, შრომით. ძალისხმევას არ აკლებენ. შემდეგ კი ერთად ზეიმობენ და საკუთარი ცოდნით იღებენ ბედნიერებას.
-
საქართველოს რომელ რეგიონში რამდენი სკოლაა და რომელი მუნიციპალიტეტები ლიდერობს – საქსტატის ბოლო მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რატომ ჭიანურდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა სამუშაოებზე ბოლო 3 თვეში by სკოლების ამბები



