თბილისის 72-ე საჯარო სკოლა მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დირექცია სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს კლასის დამრიგებლებს აღნიშნული ინფორმაცია მშობლებსა და მპსწავლეებს მიაწოდონ.
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დირექციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა არ გაყიდულა!
სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს და წარმართავს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი. ტენდერები დროში გაიწელა… თუმცა
ამჟამად სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს! სართულები ეტაპობრივად დასრულდება და, სავარაუდოდ, ეტაპობრივად იქნება კლასების შემოყვანა შესაძლებელი… სრულად, სავარაუდოდ, დასრულდება ნოემბერში… სრული და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში…
სექტემბრის დასაწყისში მოგაწვდით ინფორმაციას, რომელი კლასები დაბრუნდებიან ეტაპობრივად 72-ეში, ასევე სად და რომელ სკოლაში განაახლებენ სწავლას ნაწილი კლასებისა – დროებით! სავარაუდოდ, მაღალი კლასები იქნებიან 1-ელ ცვლაში, დაწყებითები – შეჭრილ და მეორე ცვლაში…
დაზუსტებული ინფორმაციები მოგეწოდებათ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში.”