24 აპრილი, 2020 17:06
თბილისის 72-ე საჯარო სკოლამ დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს
22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. თბილისის 72-ე საჯარო სკოლა ყოველთვის ჩართული იყო სხვადასხვა ღონისძიებითა თუ აქტივობით ამ დღის აღნიშვნაში.
“წელს განსხვავებულად, დისტანციურად გვიწევს აღნიშვნა, ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია და სტატია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაუზიარეს ერთმანეთს და ატვირთულია ეკოკლუბის ბლოგზე.
მიმდინარე პანდემიის ფონზე გამოიკვეთა დადებითი მხარეებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით, გაუმჯობესდა ატმოსფეროს მდგომარეობა, დედამიწა ისვენებს და დაგვაფიქრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი გაფრთხილება და მისი რესურსების გონივრული მოხმარება და მართვა.
გისურვებთ ყველას ჯანსაღ გარემოში, მშვიდ და ნაყოფიერ სამუშაო გარემოში დაბრუნებას ჩვენ გვიყვარს დედამიწა”, – აღნიშნა სკოლის ადმინისტრაციამ.