თბილისის 72-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებისგან სამადლობელი წერილი მიიღო
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მშობლების სახელით, ერთ-ერთმა მშობელმა, მაია ქემალმა, სკოლას სამადლობელი წერილი გაუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მე-3ა კლასის სახელით N72 სკოლის ადმინისტრაციასთან მიმართებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს მანანა კიკაჩეიშვილი და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ მასწავლებლებს: ალა ოვანესიანს, სუსანა მხითარიანს, საბინა ალიევასა და მანანა დვალიშვილს ჩადებული შრომისთვის და ყურადღებისთვის.
მადლობა, იმ ცოდნისთვის, რომელიც გაქვთ და ჩვენს შვილებს უზიარებთ. მადლობას გიხდით ზრუნვისთვის, იმისთვის, რომ ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ ბავშვებს. მადლობა, რომ დისტანციური სწავლების დროს იყავით კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი თითოეული ბავშვის მიმართ”, – ნათვამია მაია ქემალის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა