GE
14 დეკემბერი, 2020 14:09

თბილისის 72-ე საჯარო სკოლის დირექტორის სამადლობელი წერილი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დაიგეგმა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ორგანიზება სკოლებში. აღნიშნული კვირეული ტარდება ონლაინ სივრცეში. კამპანიის მიზანი იყო ბულინგის ცალკეული სახეობების პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

თბილისის 72-ე საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ანტი-ბულინგის კამპანიაში. მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით (ნახატები, სლაიდები, ესეები, მოთხრობები) გამოხატეს თავისი დამოკიდებულება და შეხედულება ბულინგის პრობლემის მიმართ,დასახეს პრევენციის გზები და საშუალებები.

პროექტში აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო ენის კათედრა. კლასის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს კლასის საათები, ისაუბრეს მოსწავლეებთან ბულინგის შესახებ, მისცეს რეკომენდაციები, რჩევები,მოისმინეს მოსწავლეების მოსაზრებები. მუშაობაში სიამოვნებით ჩაერთვნენ რამდენიმე კლასის მშობლებიც,რაც ძალზედ საინტერესო იყო. მოსწავლეებს დაევალათ პატარა ვიდეორგოლების ჩაწერა, ესეებისა და მოთხრობების დაწერა, ფლაერებისა და ნახატების დამზადება, გრაფიკული პრეზენტაციების აწყობა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო პროექტში და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სამუშაო პროცესს.

“ვამაყობ! მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად ჩაერთეთ აღნიშნულ პროექტში. მადლობა ყველა მასწავლებელს, რომლებმაც სხვადასხვა აქტივობით ჩართეთ მოსწავლეები! მოსწავლეები, ძალიან ბევრნი, მათი ჩამოთვლა ძნელია! განსაკუთრებით მინდა გამოვყო ხარისხიანი პროდუქტების შემქმნელი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები! ასანიძე სალომე და მე-11დ კლასი; კვიკვინია რუსუდან, შენგელია მიხეილ მე-10ა კლასი. ჩაჩანიძე ნათია, დარჩიაშვილი ელენე მე-10ე კლასი; ჩაჩანიძე თავისი მე-9-11 კლასებით; ბეგლარაშვილი მაია გაკვეთილით მე-10 კლასში; ბეგლარაშვილი თავისი-მე-7,10,11 კლასები; ფარულავა მაია მე-10ე კლასი, თავაძე გურანდა მე-7დ კლასი, მიროტაძე თამარ მე-7ვ კლასი; გაბრიელაშვილი ნატო, კულულაშვილი თამუნა, ბაბაიანი კარინა, პარუნაშვილი ნელი, ბარბაქაძე მეგი, ფალავანდიშვილი რუსუდან, ქათამაძე ქეთი, ბადალაშვილი მერი, გურაშვილი ეკა, ჩინჩალაძე ქეთი, ჭარაქაშვილი მაია, ჭელიძე სვეტლანა, მუსელიანი ფატი, ტალახაძე თამარ-თავიანთი მოსწავლეებით… საკუთარი გულახდილი მონათხრობით, ძალიან კარგი ესეები, ან და თხზულებებიდან, გამოირჩა-ნატროშვილი ნიკა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ასე რომ წარმოაჩინეთ ჩვენი სკოლა!”, – აღნიშნულია სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის წერილში.

Aris.ge - განათლება განათლება