თბილისის 72-ე საჯარო სკოლის გვერდზე სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის გვერდზე სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის.
ყველაზე ძვირფასი და დიდებული რაც ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს,
არის უანგარო სიკეთე…
ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება მოგვანიჭა! მოგვანიჭა არა იმიტომ რომ დავმალოთ არამედ გავცეთ!
სიკეთე, რომელსაც თქვენ აკეთებთ უანგაროდ, ნამდვილად დასაფასებელია. სიკეთის კეთებისას ბედნიერია ადამიანი,
აქვე მინდა ავღნიშნო ის უდიდესი გამოვლინება სიკეთისა, რომელიც იქნა გაწეული ქალბატონი თამარ ტალახაძის ინიციატივით გუდამაყარში ქველმოქმედების მიზნით. ჩვენთვის ძვირფასო მასწავლებელო ქალბატონო თამარ!
გაგვაოცა თქვენმა თბილმა და უშუალო დამოკიდებულებამ, პროფესიონალიზმმა…
დროის მოკლე მონაკვეთში თქვენ გააკეთეთ კოლოსალური საქმე, ყველას უშურველად აძლევდით რჩევას და დარიგებას. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარს, რომელიც ასე დაუზარებლად და კეთილშობილურად ასრულებს თავის საქმეს. უძლებს ჩვენს პრეტენზიულ მოსწავლეებს და გულიანად ცდილობს დაამყაროს მათთან კონტაქტი ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მოგმართავთ და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის, ვიცით რომ ასეთი მომსახურება დაკავშირებულია უდიდეს ფიზიკურ და სულიერ ძალისხმევასთან მით უმეტეს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. თქვენ მიერ გაწეული უდიდესი შრომა და გადადგმული ნაბიჯები სამაგალითოა ყოველი მოსწავლისთვის და მშობლისთვის.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს და ყველა მასწავლებელს, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს სამაგალითო და საამაყო ნაბიჯები გადადგა პროექტის სრულად განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას!
გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, წარმატებებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში!”, – ვკითხულობთ სკოლის გევრდზე.