2 მარტი, 2021 11:33
თბილისის 72-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კიდევ ერთი წარმატება
2021 წლის 27 თებერვალს, ქართულ-ამერიკულმა სკოლა “პროგრესმა” გამართა კონფერენცია თემაზე – „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“.
კონფერენციის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება, სკოლის მართვის და დისტანციური სწავლების საუკეთესო, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენცია იყო საერთაშორისო, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს როგორც ქართველმა, ასევე ევროპული პარტნიორი სკოლების მმართველებმა და პედაგოგებმა. აღნიშნულ კონფერენციაზე ჩვენი სკოლა წარმოადგინა სამმა მასწავლებელმა:
- გეოგრაფიის წამყვანმა მასწავლებელმა რუსუდან კვიკვინიამ. თემა – „ერთი დღით ადრე – სკოლის განვითარების მხარდამჭერი სასკოლო კულტურის შექმნა და მართვა“;
- სპეციალურმა მასწავლებელმა მარინე იაშაღაშვილმა. თემა – „ინკლუზიური განათლება ონლაინ სწავლების დროს”;
- ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა ირმა კაკუშაძემ. თემა – „STEM საგნები და მოდელირება დისტანციური სწავლების დროს“.
მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს. კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დადებითად შეფასდა ერთი სკოლიდან სამი მასწავლებლის მონაწილეობა.
72-ე სკოლა დიდ მადლობას უხდის პედაგოგებს სკოლის ღირსეულად წარმოჩენისათვის!
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა