თბილისის 72-ე სკოლამ π რიცხვის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
უკვე ტრადიციად იქცა თბილისის 72-ე სკოლის მოსწავლეებისთვის საერთაშორისო პი რიცხვის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობის მიღება.
ფესტივალის თარიღი, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკის დღესასწაულს π = 3,14 რიცხვის დღეს ემთხვევა, რომელიც მესამე თვის 14-ში აღინიშნება.
მოსწავლეებმა (პედ. ლელა ხუნაშვილი) ყველა დაგეგმილი აქტივობა წარმატებით განახორციელეს და ფესტივალის ორგანიზატორის დაჩი ნანობაშვილისა და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულში გასულ ლადო აფხაზავას დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ფესტივალი გაგრძელდა 18 მარტს, შიდა სასკოლო პროექტის სახით. დილით მოსწავლეებმა პი რიცხვის მუსიკის ფონზე დაარიგეს ფლაერები და მეგობრებს გააცნეს ამ რიცხვის შინაარსი და მნიშვნელობა.
დღის ბოლოს მოეწყო გამოფენის შეფასება და გამოვლინდა 10 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა კიკაჩეიშვილის მიერ სამი დაჯილდოვდა დიპლომით, ხოლო დანარჩენი სიგელებით.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



