თბილისის 72-ე სკოლაში ჩატარდა ონლაინ შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭო
თბილისის 72-ე სკოლაში ჩატარდა 2019-2020 სასწავლო წლის ონლაინ შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭო. დირექცია, კათედრის ხელმძღვანელები, სპეცმასწავლებელი, ინტეგრირებული კლასის ფსიქოლოგი წარსდგნენ ანგარიშებით.
“საამაყოა, რომ სკოლამ წარმატებით გაართვა თავი დიდ გამოწვევებს: 1-ლი სემესტრის, რემონტის გამო, ორ სხვადასხვა სკოლაში გატარებასა და მეორე სემესტრის, COVID-19-ის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას!
სკოლის თანამშრომელთა მონდომებასა და მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს მშობლებისა და თავად მოსწავლეების, კლასების-მადლობის წერილები სოციალურ ქსელში პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელების მიმართ!
მართლაც, დიდი მადლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, დირექციას, ადმინისტრაციას, სპეცმასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, მანდატურებს, ტექნიკურ პერსონალს, მშობლებს.
რაკი უსაფრთხო არ იქნებოდა 100 ადამიანის შეკრება, გადავწყვიტეთ ამგვარად დაგვესრულებინა უჩვეულო სასწავლო წელი!
ბედნიერი დასვენება! მომავალ შეხვედრამდე!”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა