20 აპრილი, 2018 17:57
თბილისის 72-ე სკოლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორკვირეულის ფარგლებში თამაში “რა, სად, როდის?” ჩატარდა
თბილისის 72-ე სკოლის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორკვირეულის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის”.
ზოგადი განათლებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის წარმოჩენაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ VIII-ბ, VIII-გ, VIII- დ, VIII-ე, IX-დ და IX-ე კლასის მოსწავლეები.
ჟიურიმ გამოავლინა პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები.
“ისევე როგორც გასულ წელს, ამჯერადაც თამაში ძალიან საინტერესო და მხიარული აღმოჩნდა ბავშვებისათვის, შეფასებები კი კომპეტენტური ჟიურისგან დაიმსახურეს. მადლობა ყველა მონაწილე მოსწავლესა და პედაგოგს. წარმატებები დანარჩენ არანაკლებ საინტერესო და კრეატიულ ღონისძიებებში!”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



