თბილისის 72-ე სკოლის მე-12 კლასი სკოლას ორიგინალური ვიდეორგოლით გამოემშვიდობა
2020 წელი პირველი წელი იქნება ტრადიციული ბოლო ზარისა და ბანკეტების გარეშე. წლევანდელ მეთორმეტე კლასელებს სკოლის გამოსაშვები ღონისძიებები კორონავირუსის გამო ჩაეშალათ. 20 მაისს დაკეტილ სკოლებში მათთვის სწავლა ყოველგვარი თეთრი პერანგების, სახალისო ნახატების, სამახსოვრო წარწერების, მილოცვებისა და ხალხმრავლობის გარეშე დასრულდება.
კორონავირუსის გამო შექმნილმა სიტუაციამ ახალგაზრდებს ალტერნატიული გეგმების დასახვისკენ უბიძგა და ზოგიერთ სკოლაში საკმაოდ ორიგინალური გამოსავალიც მოიფიქრეს.
თბილისის 72-ესკოლის მე-12(გ) კლასი კორონავირუსის პირობებში ორიგინალურად და მხიარულად დაემშვიდობა სკოლას. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებულ წელს მუსიკალური კლიპი მიუძღვნეს.
“ბედნიერი, ლაღი და წარმატებული ცხოვრება გქონდეთ – საყვარელო ბავშვებო! გზას დაგილოცავთ თქვენი სკოლის დირექცია”, – ვკითხულობთ სკოლის წერილში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა