GE
9 დეკემბერი, 2020 15:37

თბილისის №72 საჯარო სკოლამ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა

XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა რასაც “ბულინგი” თავისი ქართული შესატყვისი სიტყვა “ჩაგვრა” წარმოადგენს, მიუხედავად დიდი აქტიურობისა და აქტუალობისა თემის მიმართ, მისი გამოვლინება და ფაქტები ჩვენი საზოგადოებისათვის მაინც ყოველდღიური მოვლენაა.

ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა ჩაერთო “არა ძალადობას, ძალა უფლებაშია” კამპანიაში და პროექტის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარეს.

“ფართოდ გაიშალა თემა, დავახასიათეთ ბულინგის ფორმები, დავინახეთ მისი უარყოფითი მხარეები თითოეული ინდივიდისა თუ საზოგადოებისთვის. რომ ითქვას თითქოს ნაკლებია საზოგადოებაში ცოდნა შესაბამის თემასთან დაკავშირებით არ იქნება სწორი, მაგრამ ხშირად საზოგადოების წევრებს ჰგონიათ, რომ ” მათი საქმე” არაა ბულინგის წინააღმდეგ რამე ქმედება და გამოხატულება,მაგრამ ყველამ ერთად ავღნიშნეთ, რომ უფრო აქტიური ვიყოთ ჩაგვრის ფაქტების წინააღმდეგ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა დაჩაგრულის მიმართ. მოსწავლეთა მიერ მომზადებულ პრეზენტაციებში ნათლად ჩანს ყველა ფორმის ბულინგის წინააღმდეგ არსებობს დაცვის საშუალება რასაც კანონი ჰქვია. “ადამიანის უფლებები კანონით დაცულია”, მთავარია ხმა მივაწვდინოთ საჭირო ადგილამდე.

ზოგიერთმა მათგანმა ნახატით გადმოსცა თავისი წარმოდგენა აღნიშნული თემის მიმართ”, – გვითხრეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება