26 სექტემბერი, 2023 16:40
თბილისის არქიმედეს სკოლა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის სტრატეგიებს აზიარებს
თბილისის არქიმედეს სკოლა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად სტრატეგიებს აზიარებს.
“სწავლის მოტივაცია და შესაბამისი გარემო გადამწყვეტია მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისა და პიროვნული ზრდისთვის. გიზიარებთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც აუცილებელია პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად”- ნათქვამის სკოლის განცხადებაში.
არქიმედეს სკოლის სტრატეგიები ასეთია:
- უსაფრთხო, ინკლუზიური და პატივისცემაზე დაფუძნებული კლასის კულტურა;
- ინტერაქტიული გაკვეთილები, რომლებიც პრაქტიკულია და დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან;
- ღია კომუნიკაცია, აქტიური მონაწილეობა და კლასთან მიკუთვნებულობის გრძნობა;
- მოსწავლეების დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი დავალებებსა და შეფასებებზე;
- მოსწავლეთა ძლიერი მხარეების აღნიშვნა და გასაუმჯობესებელ უნარებში მხარდაჭერა;
- დავალებასთან მიმართებაში გაჟღერებული ნათელი და კონკრეტული მოლოდინები;
- შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი და მიიღონ გადაწყვეტილებები სწავლის პროცესში, როგორიცაა პროექტების ან საინტერესო თემების შერჩევა სასწავლო გეგმის ფარგლებში;
- გაზიარება, როგორ შეიძლება კლასში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება რეალურ სამყაროში;
- ცნობისმოყვარეობის და კითხვების დასმის წახალისება;
- სწავლებისას გამოყენებული ტექნოლოგიები, ვიდეო, ინტერაქტიული სიმულაციები და სხვა;
- მოსწავლეთა როგორც მცირე, ისე დიდი მიღწევების აღნიშვნა. ეს შეიძლება შეიცავდეს ჯილდოებს, სიტყვიერ შექება/მილოცვას ან სერტიფიკატების გადაცემას;
და ყველაზე მნიშვნელოვანი – ჯადოსნური სიტყვები: ,,მე შენი მჯერა”, ,,გისმენ”, ,,ჩვენ ამას ერთად შევძლებთ”, ,,შევცდი”, ,,შენ ნამდვილად გაუმჯობესდი”, ,,ვამაყობ შენით”. – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.