26 მარტი, 2024 10:41
თბილისის კლასიკური გიმნაზიის გოგონათა გუნდი „ფრენბურთის ტურნირი 2024“-ის გამარჯვებულია
მთაწმინდის რაიონის გამგეობა რაიონის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირებს ატარებს. გუშინ, 25 მარტს დასრულდა „ფრენბურთის ტურნირი 2024“, რომელშიც მთაწმინდის რაიონის ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
კლასიკური გიმნაზიის ინფორმაციით, „ფრენბურთის ტურნირი 2024“-ზე I ადგილი სწორედ გიმნაზიის გოგონების გუნდმა დაიკავა. გოგონებმა ფინალურ თამასში 50-ე საჯარო სკოლა დაამარცხეს.
ფინალურ თამაშზე საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი- I კლასიკური გიმნაზია;
II ადგილი- 50-ე საშუალო სკოლა;
III ადგილი- 51-ე საშუალო სკოლა;
ტურნირში გამარჯვებულებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები გადასცეს. პრიზიორებმა საჩუქრად თასები და მედლებიც მიიღეს.
-
როგორია მოსწავლისა და მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები ელექტრონულ ჟურნალში განახლებული წესით by მთავარი ედუზე
-
როგორ გამოგიცვლიან და როგორ უნდა მოუაროთ სასკოლო სახელმძღვანელოს – წესი და ფასები დამტკიცდა by სკოლების ამბები
-
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში by სკოლების ამბები