25 მარტი, 2024 11:15
თბილისის მე-16 სკოლის მოსწავლე სასკოლო ასაკის გოგონებს შორის კრივში საქართველოს ჩემპიონი გახდა
25 მარტს თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის მე-16 საჯარო სკოლა საზეიმო განცხადებას ავრცელებს და სიხარულით იუწყება, რომ მათი სკოლის მოსწავლე ანასტასია ჯოლოხოვა სასკოლო ასაკის გოგონებს შორის კრივში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახდა.
სკოლის ინფორმაციით, გოგონა მერვეკლასელია და ეს მისთვის პირველი გამარჯვება არ არის.
“სასკოლო საზოგადოება ულოცავს ანასტასიას ამ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს”, – ვკითხულობთ სკოლის მილოცვის წერილში.
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახეთში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები

