6 თებერვალი, 2020 13:24
თბილისის N72 საჯარო სკოლას, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მწერალი კატო ჯავახიშვილი ესტუმრა
2020 წლის 5 თებერვალს ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლას წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ესტუმრა მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი. შეხვედრას დაესწრნენ სკოლის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
პოეტმა ბავშვებს წაუკითხა რამდენიმე ნაწარმოები თავისი შემოქმედებიდან, ასევე მოისმინა მოსწავლეების მიერ წაკითხული მისივე ლექსები, გაესაუბრა მათ მრავალ საჭირბოროტო და საინტერესო საკითხზე, მოისმინა მათი შეკითხვები და ამომწურავად გასცა პასუხები.
“მადლობას ვუხდით ქალბატონ კატოს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის ასევე დიდ მადლობას ვუხდით წიგნის კითხვის საერთაშორისო დღის უშუალო მხარდამჭერს, თი ბი სი ბანკს სიმბოლური საჩუქრებისთვის, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს გადაეცათ”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა გილოცავთ შობას და ახალ 2022 წელს! by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ – თბილისის N72 საჯარო სკოლა by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა
-
პროექტი “გვიანი შემოდგომა” (ვიდეო) – სკოლა მერმისი by სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლა



