GE
19 ივნისი, 2019 16:46

თბილისის N42 საჯარო სკოლაში გადასვლის მსურველ მოსწავლეთათვის სკოლაში ტესტირება ჩატარდება

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალქალ თბილისის N42 საჯარო სკოლაში გადასვლის მსურველ მოსწავლეთათვის 2019 წლის 1, 2 და 3 ივლისს ჩატარდება სარეკომენდაციო ტესტირებები მათემატიკასა და ფიზიკაში, რომლის მიზანია სკოლაში გადასვლის მსურველ მოსწავლეებს დაეხმაროს, აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში, მათ მიერ გავლილ და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქალქალ თბილისის N42 საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში.

  • VII კლასშიგადმოსვლის მსურველთათვის სარეკომენდაციო ტესტირება ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში 2019 წლის 1 ივლისს10 საათზე;
  • VIII, IX; X და XI კლასში გადმოსვლის მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 2019 წლის 2 ივლისს მათემატიკაში 10 საათზე;
  • VIII, IX; X და XI კლასში გადმოსვლის მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 2019 წლის 3 ივლისს ფიზიკაში 10 საათზე;

მოსწავლე უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (9 საათზე);

ყველა გამოცდა ჩატარდება აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლაში მისამართზე ჩაიკოვსკის ქუჩა #9;

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი   ვალდებულია:

  • გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია სკოლის ვებგვერდზე – vekua42.edu.ge,   2019 წლის 17 – დან 29 ივნისის 16 საათის ჩათვლით;
  • რეგისტრაციის გავლისთვის კურსორი დააჭირეთ ვებგვერდზე გამოტანილ წარწერას „რეგისტრაცია სარეკომენდაციო ტესტირებისთვის“ და  შეავსეთ  სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაცი ფორმა, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალები იხილეთ აქ. 

Aris.ge - განათლება განათლება