GE
12 ოქტომბერი, 2017 16:46

თბილისობას “ჰამილტონში” განსაკუთრებულად შეხვდნენ

“ჰამილტონში” თბილისობას განსაკუთრებულად აღვნიშნავენ, ამ დღესასწაულს სკოლა მთელს კვირეულს უძღვნის.

თბილისის კვირეულის ფარგლებში “ჰამილტონელები” გაეცნენ თბილისის დაარსების ისტორიას და შექმნეს სხვადასხვა პროექტები.

იცით, რას შეცვლიდნენ ჰამილტონელები თბილისის მერობა რომ მიენიჭებინათ მათთვის? – უმეტესობის სურვილები ეკოლოგიურ პროგრესს უკავშირდება, ქარხნების დანგრევას, ხეების დარგვას, ნაგვისგან გათავისუფლებას და ა.შ.

მოსწავლეებმა წიგნიც კი შექმნეს – მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დედაქალაქის დაარსებაზე შეგროვილი ინფორმაცია ერთად შეეკრათ და წიგნად აეკინძათ.

Aris.ge - განათლება განათლება