„თოლია“ მეორეკლასელების შესრულებით (ვიდეო)
ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში კინომუსიკის წრე ფუნქციონირებს, რომელსაც მუსიკის პედაგოგი, ნინო ჭიღიტაშვილი უძღვება. კლუბში მოსწავლეები უკვდავი ქართულ ფილმებიდან კინომუსიკას ეცნობიან და განიხილავენ მათ.
გასულ კვირას კი, როგორც სკოლის მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, მეორეკლასელებმა ცნობილი ქართული ფილმი, „თოჯინები იციანიან“ ნახეს და გადაწყვიტეს, ყველასათვის საყვარელი და სახალისო სიმღერა – „თოლია“ საკუთარი ინტერპრეტაციით შეესრულებინათ და ეპიზოდი ფილმიდან ასე გაეცოცხლებინათ. ამის ამსახველი ვიდეო მუსიკის პედაგოგმა თავად გადაიღო.
მეორეკლასელი მუსიკოსი, ალექსანდრე უშიკიშვილი „თოლიას“ კლასელების აკომპანიმენტით თანხლებით ასრულებს,
იხილეთ: ვიდეო
პედაგოგი ნინო ჭიღიტაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ კლუბში ქართული კინომუსიკის ინტერპრეტაციული ვერსიების შესრულების ტრადიციას გააგრძელებენ. რომელი კინოფილმიდან იქნება შემდეგი მუსიკა, მოსწავლეები თავად აირჩევენ.
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები