30 იანვარი, 2020 17:54
თსუ-ის პროექტში „სტუდენტები მოსწავლეებისათვის“ გამარჯვება ვეკუას სკოლამ მოიპოვა
პროგრამების სამყარომეტი სიახლეაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით 21 იანვარს განხორციელდა ფინალური ეტაპი პროექტისა სტუდენტები მოსწავლეებისათვის (თბილისი).
პროცესები გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული პროცესების აუდიტორიაში. პროექტს მოსამართლეობას უწევდა არსენ კალატოზიშვილი.
ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა თბილისის ორი სკოლა, რომელთა შორის გამარჯვება მოიპოვა ვეკუას სახელობის სასწავლებელმა.
აღნიშნული სკოლა გაზაფხულის სემესტრში იასპარეზებს საქართველოს მასშტაბის ღონისძიებაზე თბილისის სახელით.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებებს!