1 ივლისი, 2024 11:27
„თუ თუ თუ“ – ცნობილი სიმღერის სასკოლო ვერსია ბათუმელი მესამეკლასელების შესრულებით (+ვიდეო)
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, საყვარელ დამრიგებელთან ერთად, ცნობილი სიმღერის სასკოლო ვერსია შექმნეს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან დამრიგებელი, ნინო აზნაურიშვილი თავად საუბრობს და იმ ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც პატარები დიდი მონდომებით მღერიან.
მასწავლებლის ინფორმაციით, პოპულარული სიმღერის „თუ თუ თუ“ სასკოლო ვერსიის ტექსტის ავტორი, ნინო წყარუაშვილია, რომელმაც სპეციალურად მათთვის და მათთან ერთად შექმნა ეს ტექსტი.
იხილეთ ვიდეო
„სკოლაში იმიტომ ვჩქარობთ, კარგად ვიცით ცოდნის ფასი,
იქ მისულს ღიმილით გვხვდება,
ჩვენი ტკბილი ნინო მასი….
ზარის ხმა გაისმის უმალ,
ბეჯითად დავიწყებთ კითხვას,
ჩვენზე მაგარი კლასი, სად არის?
ვინმემ გვითხრას….”,- მღერიან ვიდეოში ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა ითვლება სკოლაში მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად და რა სახდელი შეიძლება დაგეკისროთ ამისთვის by სკოლების ამბები
-
შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს by სკოლების ამბები